ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტის 139 გრანტი გააუქმა, რომლის ღირებულება 214 მილიონი დოლარია, რადგან ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებს დეპარტამენტის ხარჯების შემცირებაზე,- ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
„ამერიკელი გადასახადის გადამხდელები არ უნდა აფინანსებდნენ არასწორ პროგრამებს, ისეთებს, როგორიცა მაგალითად ლიბანში „შიდა მიგრანტი მუშაკების ხელმძღვანელობით მოძრაობის შექმნა“ ან დიდ ბრიტანეთში „გააძევეთ ტროლები“. ჩვენ ვთავისუფლდებით წინა ადმინისტრაციის დანატოვარი დომხალისაგან და ხელახლა ვქმნით სააგენტოს, რომელიც კონცენტრირებულია ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებაზე“, – დაწერა რუბიომ X-ზე.
უცნობია გრანტების სრული ჩამონათვალი, რომელიც გაუქმდა, მაგრამ ეს ნაბიჯი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაშლის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში ხარჯების შემცირების მიზნით გადაიდგა.
CNN-ის მიერ მოპოვებული სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის თითქმის განახევრებას და დაახლოებით საზღვარგარეთ მოქმედი 30 საელჩოს და საკონსულოს დახურვას აპირებს.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ