spot_img
Thursday, April 17, 2025
17.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ და ირანი „პირდაპირ მოლაპარაკებებს“ გამართავენ შესაძლო ბირთვულ შეთანხმებაზე...

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ და ირანი „პირდაპირ მოლაპარაკებებს“ გამართავენ შესაძლო ბირთვულ შეთანხმებაზე და „ძალიან ცუდი დღე დაუდგება ირანს“, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ და ირანი 12 აპრილს „პირდაპირ მოლაპარაკებებს“ გამართავენ შესაძლო ბირთვულ შეთანხმებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა 7 აპრილს განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის დისკუსიები „ძალიან მაღალ დონეზე“ წარიმართება და გააფრთხილა თეირანი, რომ „ძალიან ცუდი დღე დაუდგება ირანს“, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

გასულ თვეს, ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების პერსპექტივა დააყენა მას შემდეგ, რაც ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზება საჯაროდ უარყო.

ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გაასაჯაროვა, რომელმაც ადრე, ასევე ირანზე მისი ბირთვული იარაღის შეძენის შეჩერების მიზნით თავდასხმის პერსპექტივა არ გამორიცხა.

ოვალურ ოფისში საუბრისას ტრამპმა თქვა: „შაბათს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შეხვედრა [ირანთან], და ჩვენ მათთან პირდაპირ ვმუშაობთ… და იქნებ შეთანხმება მოხდეს, ეს შესანიშნავი იქნებოდა“.

მოგვიანებით ტრამპმა თქვა, რომ ირანი „დიდი საფრთხის“ წინაშე აღმოჩნდება, თუ მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება. მან დასძინა: „ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღი ჰქონდეს და თუ მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება, ვფიქრობ, რომ ეს ირანისთვის ძალიან ცუდი დღე იქნება“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონისა და თეირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ერთმანეთს ომანში 12 აპრილს შეხვდებიან და დაამატა, რომ „ბურთი ამერიკის მოედანზეა“.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

ბოლო სიახლეები