მთავარიმსოფლიობელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, მან ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა 2,02% მიიღო, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ – 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა.

ბელარუსში 26 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ამომრჩეველთა აქტივობამ 85,70% შეადგინა.

ბოლო სიახლეები