spot_img
Monday, December 23, 2024
9.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკა2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 25 მილიონ ლარამდე გაიზარდა

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 25 მილიონ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 855.7 მილიონ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის მესამე კვარტალში 4.3 პროცენტით განისაზღვრა. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა (30.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (32.8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (11.0 პროცენტი), განათლება (35.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (22.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (14.7 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში – უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-13.6 პროცენტი). ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.3 პროცენტი), მშენებლობა (8.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი).

ბოლო სიახლეები