spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიUncategorized2024 წლის 10 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.5 პროცენტით გაიზარდა

2024 წლის 10 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 025.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 5 468.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 7.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 13 556.9 მლნ აშშ დოლარს, ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 8 088.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 636.0 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 2 061.5 მლნ აშშ დოლარითა და აშშ – 1 728.3 მლნ აშშ დოლარით.

ბოლო სიახლეები