spot_img
Tuesday, December 24, 2024
12.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაცესკომ საარჩევნო უბნების თითქმის 100%-ის მონაცემები გამოაქვეყნა: „ქართულ ოცნებას“ ხმების 54.086% აქვს...

ცესკომ საარჩევნო უბნების თითქმის 100%-ის მონაცემები გამოაქვეყნა: „ქართულ ოცნებას“ ხმების 54.086% აქვს (1 117 480 ხმა) მიღებული

ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისათვის (27 ოქტომბერი, 11:45სთ) გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 54.086 პროცენტი აქვს (1 117 480 ხმა) მიღებული. ეს არის 3100 საარჩევნო უბნის მონაცემები, სულ არსებული 3111 საარჩევნო უბნიდან – 99.646%. დარჩენილია მხოლოდ 11 უბნის მონაცემების გამოქვეყნება, რაც არსებითად ვერ იმოქმედებს უკვე არსებულ შედეგზე.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, 5%-იანი ბარიერი გადალუხული აქვს ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები კი ასეთია:

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.923% (225 680 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.122% (209 117 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.781% (181 424 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.761% (160 354 ხმა).

ოპოზიციას, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა, ჯამში 37.58 პროცენტი აქვს მიღებული.

რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი ნინოწმინდის მუნიციაპლიტეტში აქვს 88.191% (10 597 ხმა), რომელსაც მოჰყვება მეზობელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 87.792% (18 187 ხმა). „ქართული ონებისთვის“ მიცემული ხმების მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მესამე ადგილზეა საჩხერის მუნციპალიტეტი, სადაც „ქართულ ონებას“ 84.247% (22 272 ხმა) აქვს მიღებული.

„ქართულ ოცნებას“ ხმების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს საზღვარგარეთ – 18.534% (3 262 ხმა).

საზღვარგარეთ ხმების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ – 28.665% (5 045 ხმა); მას მოჰყვება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 20.352% (3 582 ხმა); ხოლო მესამე ადგილზეა „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 13.909% (2 448 ხმა).

აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“ თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში ხმების 50%-ზე დაბალი აქვს მიღებული, ზოგან 40%-ზე დაბალიც. მაგალითად, ვაკეში 37.952%, ხოლო საბურთალოს ოლქში, 39.625%, მმართველმა პარტიამ დედაქალაქში ყველაზე მაღალი პროცენტი კრწანისის ოლქში მიიღო – 48.798%.

რაც შეეხება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებს, აქაც „ქართულ ოცნებას“ ხმების 50%-ზე ნაკლები აქვს მიღებული – ქუთაისში 47.227%, რუსთავში 41.383%, ბათუმში, 49.775%.

მაჟორიტარული ოლქების მიხედვით წინასწარი შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე.

ბოლო სიახლეები