spot_img
Monday, December 23, 2024
9.8 C
Tbilisi
მთავარიბიზნესი2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 786.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 4.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 991.0 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 3.6 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7 204.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 333.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 835.8 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 472.6 მლნ. აშშ დოლარით.

ბოლო სიახლეები