spot_img
Monday, December 23, 2024
11.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაევროპული საბჭო: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავდროულად, გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას...

ევროპული საბჭო: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავდროულად, გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის გამო

ევროპული საბჭო ადასტურებს გაერთიანების მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავდროულად, იგი კვლავ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

დოკუმენტის თანახმად, „ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. იგი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“.

ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ განაგრძობს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს.

„ევროპული საბჭო ელოდება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მუდმივ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ბოლო სიახლეები