spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოფლორიდას ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს

ფლორიდას ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს

ქარიშხალი „მილტონი“ უკვე თავს დაატყდა ფლორიდას, სადაც 2 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბიზნესის სექტორი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

როგორც BBC იტყობინება, ფაქტობრივად, მთელი უბნები სიბნელეშია გახვეული.

გარდაცვალება დადასტურდა შტატის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სენტ-ლუისის ოლქში, სადაც ოფიციალური პირების თქმით, ტორნადოები დაფიქსირდა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა უცნობია.

მილიონობით ადამიანი გაიქცა შტატიდან ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, რადგან ათობით გაფრთხილება გავრცელდა წყალდიდობის, ტორნადოსა და ქარიშხლის შესახებ.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, „უკიდურესად სახიფათო“ და „სიცოცხლისთვის საშიში“ ქარიშხალი „მილტონი“ ფლორიდაში, ქალაქ სიესტა კის დაატყდა თავს, როგორც მესამე კატეგორიის შტორმი, რასაც თან ახლდა ექსტრემალური ქარისა და წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება, მალევე მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა რონ დე სანტისმა გააფრთხილა მოქალაქეები, რომ უსაფრთხო ევაკუაციის დრო გავიდა.

მანამდე, პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ეს იქნებოდა „ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი საუკუნეში“ და გააკრიტიკა დონალდ ტრამპის „უგუნური“ პროპაგანდა და „ტყუილი“ მთავრობის საპასუხო ქმედებებთან დაკავშირებით.

8 ოქტომბერს, ხელისუფლება აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ „მილტონი“ მე-5 კატეგორიის ქარიშხალი იქნებოდა, თუმცა ის ფლორიდას თავს დაატყდა, როგორც მესამე კატეგორიის ქარიშხალი, 90 წუთის შემდეგ კი, მეორე კატეგორიის ქარიშხლამდე დაქვეითდა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ძალზე მძლავრი და სახიფათოა და მას ძლიერი წყალდიდობები და საშიში ქარი ახლავს თან – ქარის სიჩქარე 165 კმ/სთ-ს შეადგენს.

ორი კვირაც კი არ არის გასული, რაც ქარიშხალმა ჰელენმა – 2005 წლის კატრინას შემდეგ ყველაზე მომაკვდინებელმა ქარიშხალმა – რომელიც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს, სულ მცირე 225 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასეულობით სხვა კი ამ დრომდე დაკარგულად არის გამოცხადებული. 225-დან მინიმუმ 14 ადამიანი ფლორიდაში შეეწირა სტიქიას.

GUARDIANGE

ბოლო სიახლეები