spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებასს „ლიბერთი ბანკი“ პირველ საჯარო ობლიგაციას განათავსებს

სს „ლიბერთი ბანკი“ პირველ საჯარო ობლიგაციას განათავსებს

2024 წლის 24 ივლისს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ [წინასწარი] პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, სსლიბერთი ბანკმა“ („კომპანია“) დაიწყო 25,000,000 (ოცდახუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის (ე.წ. „ობლიგაციის“) ემისიის პროცესი. ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2024 წლის 8 აგვისტოდან და მიზანმიმართული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე. ტრანზაქციის ამოცანაა ბანკისთვის მეორადი კაპიტალის მოზიდვა.

ფასიანი ქაღალდის ემისიის განთავსებისა და  გადახდისა და კალკულაციის აგენტი არის: შპსალფა კაპიტალ ედვაიზორი“; ხოლო ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი: შპს „იურიდიული ფირმა ბიელსი“.    

ტრანზაქციის ძირითადი პარამეტრები:

ემიტენტი  სს „ლიბერთი ბანკი“ 
ემისიის ფორმა  საჯარო დალისტული შეთავაზება
შეთავაზებული ფასიანი ქაღალდი  სუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაცია 
ემისიის მოცულობა  25,000,000 (ოცდახუთი მილიონი) აშშ დოლარი 
დენომინაცია / მინიმალური ინვესტიციის მოცულობა  დენომინაცია 1,000 (ათასი) აშშ დოლარი. ინვესტიციის მოცულობა არაუმცირეს 100,000 (ასი ათასი) ლარისა აშშ დოლარის  ექვივალენტში
ობლიგაციების ემისიის თარიღი  8 აგვისტო 2024 
ვადიანობა, ძირის გადახდის თარიღი  7 წელი
წლიური კუპონის განაკვეთი განისაზღვრება წინასწარი შეთავაზების დროს
პროცენტის გადახდა  ნახევარწლიური
ინვესტორების ტიპი გათვითცნობიერებული ინვესტორი
კანონმდებლობა საქართველოს კანონმდებლობა

 

„ლიბერთი აგრძელებს ინსტიტუციონალურ განვითარებას და ყალიბდება კომპლექსურ ფინანსურ ინსტიტუტად.  ამ გზაზე, ბანკი მზად არის მოიზიდოს დაინტერესებული ინვესტორები, რომლებსაც ექნებათ საშუალება წარმატებული ისტორიის მონაწილეები გახდნენ.  

ბოლო წლების შედეგებით ვხედავთ ბანკის საფუძვლიანი ტრანსფორმაციის შედეგებს, რაც მის მომგებიანობაზეც აისახა.  დარწმუნებული ვართ, სუბორდინირებული კლასის ფასიანი ქაღალდის გამოშვების გზით, ბანკი გაიმყარებს თავის პოზიციებს და  კიდევ უფრო მეტი ტემპითა და ინოვაციური პროდუქტებით წარმოაჩენს თავს ფინანსურ ბაზარზე. ლიბერთის მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს აგენტს – ალფა კაპიტალ ედვაიზორისდა ლიბერთის გუნდის წევრებს, ამ ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისათვის“ განაცხადა ვატო ბაბუნაშვილმა, სს „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს კომპანიისა პირველ, ე.წ. საინაუგურაციო, საჯარო ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. სს „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი პირველი ბანკია, რომელიც საქართველოში დაფინანსებას მოიძიებს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე საჯარო ობლიგაციების მეშვეობით. მისასალმებელია „ლიბერთი ბანკის“ სულისკვეთება კაპიტალის ბაზრის მეშვეობით უზრუნველყონ ბიზნესის ზრდის დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში ფონდირებისა და კაპიტალიზაციის შემდგომი დივერსიფიკაციის გაღრმავებას – თავის მხრივ კი სექტორის გაძლერებას. იმედი გვაქვს, რომ კომპანიას დასახული მიზნის მისაღწევად, გათვითცნობიერებული ინვესტორების აქტივობაც მაღალი იქნება. მადლობა სს „ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტს, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს, სექტორისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. და ბოლოს, აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენსალფა კაპიტალ ედვაიზორის“, როგორც კაპიტალის ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშის, საბანკო სექტორში რიგით მესამე ფასიანი ქაღალდის ტრანზაქციას. როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე ბაზარზე, ვიმედოვნებთ რომ კიდევ ბევრი საინტერესო და ინოვაციური ტრანზაქციითა და ახალი ემიტენტების ბაზარზე შემოყვანით შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს“ – განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, შპსალფა კაპიტალ ედვაიზორისმმართველმა პარტნიორმა

სსლიბერთი ბანკისშესახებ:  ლიბერთი ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. დამატებითი ინფორმაციისთვის: PR@lb.ge 

შპსალფა კაპიტალ ედვაიზორისშესახებ: კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს საინვესტიციო საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას ფასიანი ქაღალდების განთავსების თაობაზე და კორპორატიული ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა ფინანსური რჩევების მიცემას კომპანიებისათვის და ინვესტორებისათვის. კომპანიამ 2021 წლის 9 ნოემბერს „საქართველოს ეროვნული ბანკისგანმოიპოვაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“-„დ“ პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზია, ხოლო 2024 წლის ივნისიდან კომპანია უკვე ოპერირებს სებ-ის სრული საბროკერო ლიცენზიით. „ალფა კაპიტალი ედვაიზორის“ მიზანია აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ხელი შეუწყოს კომპანიებს დაფინანსების დივერსიფიცირებასა და შერწყმით, შესყიდვითა ან გასხვისებით დამატებითი ღირებულების შექმნაში. კომპანია საკუთარ კლიენტებს სთავაზობს მიუკერძოებულ და უმაღლესი ხარისხის საინვესტიციოსაბანკო ექსპერტიზას, პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტასა და მიდგომას, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ – „ალფა კაპიტალ ედვაიზორისკლიენტებს მიაღწევინოს სასურველი სტრატეგიული შედეგი. კომპანიის თანადამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები არიან ირაკლი ელაშვილი და ლევან წუწუნავა.

ბოლო სიახლეები