spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკა2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 18 913.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის პირველ კვარტალში 3.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (18.8 პროცენტი), განათლება (29.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.0 პროცენტი), მშენებლობა (10.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.7 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-11.2 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-1.8 პროცენტი).

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.1 პროცენტი); შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.5 პროცენტი), განათლება (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.9 პროცენტი).

ბოლო სიახლეები