spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოება„ტოპ|ქარდის“ პორტფელის ლიბერთიში მიგრაცია დასრულებულია

„ტოპ|ქარდის“ პორტფელის ლიბერთიში მიგრაცია დასრულებულია

2024 წლის მარტში ლიბერთიმ რე|ბანკის’ პროდუქტი ტოპ|ქარდი და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. ტოპ|ქარდის’ ლიბერთის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, მომხმარებლების არსებული აქტიური ანგარიშები ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთიში და უცვლელი დარჩა როგორც დამტკიცებული ლიმიტები, ასევე პროდუქტის პირობები. 

ლიბერთის გუნდმა დამატებით სიახლეციფრული  ‘ტოპ|ქარდი შესთავაზა მომხმარებლებს და ბარათის განახლება ციფრულ ფორმატშიც გახდა შესაძლებელი. ციფრული ტოპ|ქარდის აღება ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკში სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.

მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ ტოპ|ქარდით, მისი აღება შეუძლიათ როგორც ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, ასევე პარტნიორ ობიექტებშილიბერთის განვადების მენეჯერებთან და დისტანციურად, ახალი ვებ გვერდის საშუალებითhttps://libertycredit.ge/, სადაც ასევე ხელმისაწვდომია დეტალური პირობები და 3000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტის ჩამონათვალი.

ლიბერთის გუნდისთვის ტოპ|ქარდის შეძენა, უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯი იყო. ლიბერთის საცალო მიმართულება დინამიურად ვითარდება, ძლიერდება გუნდი, იქმნება მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, რომელთა შორის ტოპ|ქარდი  მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, მიგრაციის პროცესის უმოკლეს დროში წარმატებით დასრულებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტოპ|ქარდის მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ. ბექა გოგიჩაიშვილი,  ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი

ლიბერთის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

 

ბოლო სიახლეები