spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებასაქართველოს მთავრობა: 500 ლარით ხელფასი ეზრდება - 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით...

საქართველოს მთავრობა: 500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს, 700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს, 800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს

საქართველოს საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით:

500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს

600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს

700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს

800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს

დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება.

“როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები