spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებასაქართველოში 17 მაისის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესება და უქმე...

საქართველოში 17 მაისის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესება და უქმე დღედ გამოცხადება შესაბამის კანონმდებლობაში აისახება

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, როგორც ძირითად კანონში, ისე შრომის კოდექსში, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს – ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან – „ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომელშიც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში.

რვა საკითხია, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით. კერძოდ, ერთ-ერთი საკითხი, როგორც თავად ძირითად კანონში, ასევე შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს 10 წელია, აღინიშნება და გამოცხადდება უქმე დღედ.

მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ პირველი მოსმენით. ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, ვისაც სურს, იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში ჩვენ ვნახეთ სრული მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან, ასევე 17 მაისს გამართული მასშტაბური აქცია, ფაქტობრივად, იყო სახალხო რეფერენდუმი ამ კანონის მხარდაჭერისა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები