spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკაირაკლი კობახიძე: 28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი...

ირაკლი კობახიძე: 28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის

28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.

„28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ბუნებრივია და პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები