ლიბერთიმ ,,გახდი ჩვენიანი“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბაზარზე უნიკალური პროდუქტი – გზავნილის ბარათი/TransferCard დანერგა.
,,გზავნილის ბარათი” სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილებით ხშირად სარგებლობს. დღეიდან, ამ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მარტივად აიღონ ბარათი, გახსნან ანგარიში და მომავალში ბანკში ვიზიტის გარეშე, მიღებული ფულადი გზავნილი ლიბერთის ბანკომატებით გაანაღდონ.
ახალი ბარათის დანერგვასთან დაკავშირებით, ლიბერთი სპეციალურ აქციას სთავაზობს მომხმარებლებს – 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებელი შემდეგი ბენეფიტებით ისარგებლებს სრულიად უფასოდ:
- აიღებს გზავნილის ბარათს
- გაანაღდებს თანხას გზავნილის ბარათიდან ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატიდან
- გახსნის ანგარიშს და გააქტიურებს აქციის პერიოდში გზავნილის ანგარიშის პაკეტს
- ისარგებლებს ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკით
,,ჩვენი გუნდი მუდმივად აუმჯობესებს და ქმნის მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს და ზრუნავს იმ ადამიანებზე, ვისაც ხშირად უწევთ ბანკში ვიზიტი სხვადასხვა საბანკო პროდუქტის მისაღებად. სწორედ მათთვის, ჩვენ შევქმენით უნიკალური პროდუქტი საქართველოში – ‘გზავნილის ბარათი‘, რომელიც გაამარტივებს ფულადი გზავნილების მიღებას საქართველოში მცხოვრები და ემიგრაციაში მყოფი მომხმარებლებისთვის.
ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის წევრებს და პარტნიორებს, ვინც მონაწილეობდა ამ ხელმისაწვდომი და სრულფასოვანი პროდუქტის შექმნაში“ – თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
,,მოხარული ვარ, რომ შევძელით ,,გზავნილის ბარათის” დანერგვა წლის ყველაზე მოთხოვნად პერიოდში გზავნილების მიმართულებით. ლიბერთიში უკვე მაისის თვიდან ,,გზავნილის ბარათის” მფლობელებისთვის გააქტიურდება საერთაშორისო ფულადი გზავნილები ლარში. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებიდან შესაძლებელი იქნება საუკეთესო ფიქსირებული კურსით გზავნილების გამოგზავნა ლარში. ასევე, უახლოეს რამოდენიმე თვეში, გავააქტიურებთ საბარათე ფულადი გზავნილებს, ანუ მომხმარებელი საქართველოდან უცხოეთში და პირიქით, ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის ოპერაციებს ბევრად იაფად და სწრაფად შეძლებს საიტიდან www.pay.ge ან ლიბერთის მობაილ და ინტერნეტბანკიდან.” – პაატა ორჯონიკიძე, საოპერაციო საცალო მიმართულებისა და ფულადი გზავნილების განყოფილების უფროსი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება