spot_img
Wednesday, December 25, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკასაქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის მაისის „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის მაისის „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი  ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები


ინფლაცია

  • აპრილში წლიური ინფლაცია გასულ თვეებთან შედარებით გაიზარდა და 1.5% შეადგინა, თუმცა კვლავ მიზნობრივი, 3%-იანი, მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება – მარტთან შედარებით ფასებმა 0.3%-ით მოიმატა
  • აპრილში ინფლაციის ზომიერი მატების მიზეზი საწვავსა და ზოგიერთი სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა და საბაზო ეფექტია
  • საქართველოში დაბალ ინფლაციას კვლავ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საგარეო შოკების ეტაპობრივი მილევა და ლარის გაცვლითი კურსის მყარი პოზიცია განაპირობებს

საბანკო სექტორი

  • მარტში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა
  • უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციამ 2024 წლის მარტში 49.7% შეადგინა
  • მარტში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით გაიზარდა და 44.8%-ს გაუტოლდა


საგარეო სექტორი

  • იმპორტი – მარტში საქონლის იმპორტი წლიურად 17.0%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის შემცირება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის კლებამ განაპირობა. საინვესტიციო სახის საქონელის იმპორტი ზომიერად შემცირდა, ხოლო შუალედური სახის იმპორტმა კლება კვლავ გააგრძელა
  • ექსპორტი – მარტში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 4.4%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური სახის საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, შემცირდა ასევე საინვესტიციო საქონლის ექსპორტი, ხოლო სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტმა მოიმატა
  • მარტში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 30.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში.

ბოლო სიახლეები