იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს.
ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის და სრულიად პალესყინის პატრიარქმა გამოიტანა.
მართლმადიდებელთა რწმენით, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, დღეს, 23:40 საათზე ჩამოიტანენ.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.