spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკასაერთაშორისო სავალუტო ფონდი: ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, საქართველოს საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 %-ს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,1%-ს შეადგენს.

სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით. ამ მაჩნებელის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ხუთ კანდიდატ ქვეყანას და შედარებით მაღალ მაჩვენებელს შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს.

მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, 2023 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელმა ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებლის 41% შეადგინა, ხოლო 2029 წლისთვის 51%-ს გადააჭარბებს. შედარებისთვის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 2029 წელს 42%, ხოლო მოლდოვის – 39% იქნება, იტყობინება პირველი არხი სავალუტო ფონდზე დაყრდნობით.

ბოლო სიახლეები