spot_img
Sunday, April 20, 2025
11.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოტაივანში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაივანში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰუალინიდან 18 კილომეტრში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით კი დაშავდა.

სეისმოლოგების ცნობით, ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ტაივანში. მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.

თავდაპირველად, კუნძულსა და მეზობელ სახელმწიფოებში ცუნამის საფრთხის განგაში გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა.

ბოლო სიახლეები