spot_img
Sunday, June 8, 2025
13.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი , ერევნის მერი ტიგრან ავინიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

ბოლო სიახლეები