spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაგიორგი ამილახვარი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

გიორგი ამილახვარი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან იესპერ მოლერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა იესპერ მოლერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არაერთი წარმატებით განხორციელებული მასშტაბური პროექტი სწორედ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს.
საუბარი შეეხო სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები