spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს

ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს

ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგები შეიძლება იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები.

„ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია; ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი; ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს; ეს არის პირდაპირი ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები