spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკარიკოთის ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოები გრძელდება

რიკოთის ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოები გრძელდება

რიკოთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი – ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 3 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 2 გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 11 ხიდი და სამუშაოები მიმდინარეობს 2 ხიდზე. მათ შორის, გაჭრილია რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელური, 1800 მ. სიგრძის გვირაბი, სადაც მიმდინარეობს საბოლოო მოსახვის, სადრენაჟე და საინჟინრო სისტემების მოწყობის სამუშაოები.

„რიკოთის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პროგრესი განსხვავებულია. ინტენსიური სამუშაოებია 149-ე კმ-თან მდებარე ფერდზეც, სადაც 2023 წელს პოტენციური მეწყრის კერა იქნა აღმოჩენილი. ჩატარდა შესაბამისი კვლევები, მომზადდა საინჟინრო გადაწყვეტა, მოეწყო შემოვლითი გზა, ტენდერის შედეგად გამოვლინდა კვალიფიციური კონტრაქტორი, რომელიც ამჟამად ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოს ასრულებს. მობილიზაციაც და სამუშაოების ტემპიც საკმაოდ მაღალია. დღეს მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვანია როგორც ფერდის სტაბილიზაციისა და პრევენციის თვალსაზრისით, ისე პროექტის განვითარებისთვის. ზოგადად, რიკოთის პირველ მონაკვეთზე არის გამოწვევები, რაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ კონტრაქტორთან ერთად. გაცემულია შესაბამისი გაფრთხილებები და რეკომენდაციები. აუცილებლად უნდა გაზარდოს სამუშაოების ტემპი პარალელური სამუშაოების წარმოების მიმართულებით“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის პირველ – ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიურად ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია რიკოთზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად ძალისხმევას წარმოადგენს სწორედ ფერდების შესაბამისი საპროექტო-საინჟინრო გადაწყვეტებით სტაბილიზაცია.

ბოლო სიახლეები