spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკაირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, თვისობრივად გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, თვისობრივად გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი

ჩვენი ამოცანაა, თვისობრივად გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი, მსხვილი ინვესტიციები ჩაიდება ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე თვეში ხელისუფლება ახალი, 4 წლიანი გეგმით წარდგდება საზოგადოების წინაშე და ეს გეგმა იქნება ერთდროულად ამბიციურიც და რეალისტურიც.

„ჩვენ გვჭირდება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვის, ადამიანური რესურსების განვითარება, ბიზნესი სამუშაო ძალით სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამისთვის საჭიროა განათლების სისტემაში, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი იმ გამოწვევებისა, რომელიც დგას ჩვენს წინაშე, თუმცა ეს არის ძირითადი საკვანძო საკითხები, ალბათ დამეთანხმებით. ჩვენ დაგვჭირდება ამ და სხვა საკითხებზე მუდმივი თანამშრომლობა, კოორდინაცია ბიზნესთან იმისთვის, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალურად რაციონალური და ბიზნესის ინტერესებზე, ეკონომიკური წინსვლის ინტერესებზე მორგებული. გვჭირდება ახალი იდეები თქვენგან იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური განვითარების ტემპი, გავაუმჯობესოთ გარემო საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის, საქართველოში ინვესტირებისთვის. ამაზეც გვჭირდება რჩევები, გვჭირდება კოორდინაცია ბიზნესთან, ბიზნეს ასოციაციასთან.

რამდენიმე თვეში ჩვენ წარვდგებით ახალი, 4 წლიანი გეგმით საზოგადოების წინაშე. ეს გეგმა იქნება ერთდროულად ამბიციურიც და რეალისტურიც. ჩვენი ამოცანაა, თვისობრივად გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი. ამისთვის მსხვილი ინვესტიციები ჩაიდება ქვეყნის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სახელმწიფო აქტიურად დაუჭერს მხარს წარმოების განვითარებას, ექსპორტის ზრდას. ასევე, ფუნდამენტურად გაძლიერდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და ინფრასტრუქტურა. ამასთან დაკავშირებითაც ძალიან კონკრეტული გეგმები იქნება ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი.

განხორციელდება რეფორმები, ცვლილებები მრავალი მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პირდაპირი თუ ირიბი ფორმით ბიზნესის განვითარებას და პირდაპირი თუ ირიბი ფორმით დადებითაც აისახება ეკონომიკურ წინსვლაზე და ბიზნესის განვითარებაზე, ეკონომიკურ აქტივობაზე საქართველოში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ბოლო სიახლეები