spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოება27-29 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

27-29 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

GUARDIANGE-ის ფოტო: ცა თბილისის თავზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
☁️ აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.
🌨 ქ. თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.
🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
💨 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
💨 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
💨 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
💨 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით შიდა ქართლში -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
🌨 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -10, -12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -16, -18 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +4, +6 გრადუსამდე მოიმატებს.

ბოლო სიახლეები