spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებანუგზარ ფოფხაძე: „სულ ახლახან გარდაიცვალა ქალბატონი ვიქტორია სირაძე, გასული საუკუნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების...

ნუგზარ ფოფხაძე: „სულ ახლახან გარდაიცვალა ქალბატონი ვიქტორია სირაძე, გასული საუკუნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ლეგენდა, განურჩევლად ყველასთვის სიკეთის მკეთებელი“

„სულ ახლახან

გარდაიცვალა

ქალბატონი

ვიქტორია სირაძე.

გასული საუკუნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ლეგენდა, განურჩევლად ყველასთვის სიკეთის მკეთებელი, დამხმარე და…

სულიერად და გარეგნულად ულამაზესი ქართველი ქალი.

24 მაისს მას 95 წელი შეუსრულდებოდა.

ძალიან ვწუხვარ და მტკივა. ვუთანაგრძნობ შვილიშვილებს, ახლობლებს, მეგობრებს“,- წერს ნუგზარ ფოფხაძე სოციალურ ქსელში.

ვიქტორია სირაძე დაიბადა 1929 წლის 27 მაისს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1952 წელს და სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის  ასპირანტურა.

1949-1952წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოადგილე, მდივანი. 1952-1955წწ. კომკავშირის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე და  პირველი მდივანი. 1955-1962წწ. პარტიის ქ. თბილისის კიროვის რაიკომის, შემდეგ ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1962-1973წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1973-1986წწ. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე; 1986-1989წწ.  საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე, 1989-1994წწ. მრჩეველი საქართველოს მინისტრთა საბჭოში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების  და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მეცნიერ-თანამშრომელი. დაჯილდოებულია 4 ორდენით, სამი მედლით და სხვადასხვა საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 143-144

ბოლო სიახლეები