spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოახალი კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 67% ჯო ბაიდენის ასაკის გამო წუხს, თუმცა აშშ-ის...

ახალი კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 67% ჯო ბაიდენის ასაკის გამო წუხს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი 4%-ით უსწრებს თავის მეტოქეს, დონალდ ტრამპს

ქვინიფიაქის უნივერსიტეტის ახალი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მცირედი უპირატესობით უსწრებს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა წუხს მისი ასაკის გამო.

კვლევა, რომელიც 15 თებერვლიდან 19 თებერვლამდე ჩატარდა, აჩვენებს – საპრეზიდენტო არჩევნები რომ ამჟამად ტარდებოდეს, რეგისტრირებული ამომრჩევლის 49% ბაიდენს დაუჭერდა მხარს, ხოლო 45% ტრამპს.

მიუხედავად ამისა, ამომრჩეველთა 67%-მა თქვა, რომ 81 წლის პრეზიდენტი მეტისმეტად ასაკოვანია იმისათვის, რომ კიდევ ერთი ვადით ეფექტურად მართოს ქვეყანა, მაშინ როცა 77 წლის ტრამპზე იგივე 57%-მა განაცხადა.

მხოლოდ 34%-მა თქვა, რომ ბაიდენს აქვს შესაბამისი გონებრივი მდგომარეობა, რომ მეორე ვადით იმსახუროს, ტრამპის შემთხვევაში კი იგივეს 48% ფიქრობს.

ბოლო სიახლეები