spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვარეინჯერთა მომზადების სკოლა მორიგმა ნაკადმა დაასრულა

რეინჯერთა მომზადების სკოლა მორიგმა ნაკადმა დაასრულა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მე-12 ნაკადმა დაასრულა. რეინჯერის მრწამსის წარმოთქმის შემდეგ, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სიტყვით მიმართა, საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და სერტიფიკატები გადასცა.

25 კვირის განმავლობაში მსმენელებმა თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები გაიარეს, რაც სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებას მოიცავდა. მათ ასევე შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა.

კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში მსახურს გააგრძელებენ. სამხედრო მოსამსახურეებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამაზე“, რომლის დასრულების შემდეგაც სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონში ჩაირიცხებიან.

ბოლო სიახლეები