spot_img
Thursday, December 26, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: ბრიუსელში გამართული შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს, რომ კიდევ...

ირაკლი კობახიძე: ბრიუსელში გამართული შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი

ეს შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს, იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები. მათ შორის, ორმხრივი შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან. იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. ყველა ტემას შევეხეთ, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობასთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმარტა. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მიერ, როგორც ასოცირების დღის წესრიგის, ასევე 9 პუნქტის ფარგლებში. ანალოგიურად, ორმხრივი შეხვედრები მქონდა ბატონ ბორელთან, ბატონ ვარჰეისთან, აქაც იყო ძალიან მეგობრული განწყობა, ძალიან მეგობრული შეხვედრები და დისკუსია. ყველა თემას შევეხეთ ამ შემთხვევაშიც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბუნებრივია, ასოცირების საბჭოს ფორმატში საუბრები, რომელიც გაიმართა. სხვადასხვა სფეროს შევეხეთ. განვიხილეთ როგორც რეფორმების დღის წესრიგი, ასევე ეკონომიკური საკითხები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები. ყველა თემასთან დაკავშირებით არის თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი, არის ძალიან ფართო სივრცე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ეს შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს, იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები, 2030 წლისთვის ჩვენ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები