spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარისპორტიორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული. იყო მსოფლიო თასის მფლობელი და მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში ის XX საუკუნის მესამე საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.

ლევან თედიაშვილის მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) გადაწყვეტილებით, ლევან თედიაშვილი ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრია.

1tv.ge

ბოლო სიახლეები