კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული კინოს გამორჩეული სახის, ხათუნა კოტრიკაძის, გარდაცვალების გამო.
ხათუნა კოტრიკაძე არაერთი თაობის მაყურებელმა გაიცნო მის მიერ ახალგაზრდობაში განსახიერებული როლებით კინოფილმებში „მხიარული რომანი“ (1972) და „მოიტაცეს თამარ ქალი“ (1971) და გულწრფელად შეიყვარა იგი.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო უსამძიმრებს ხათუნა კოტრიკაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.