spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისამართალისოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის საქმეს შსს-ს კრიმინალური პოლიცია შეისწავლის

სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის საქმეს შსს-ს კრიმინალური პოლიცია შეისწავლის

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრის სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის საქმეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიც შეისწავლის.

ამის შესახებ პორტალ region.ge-ს ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელმა განუცხადა.

ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, სოცმუშაკ ჯიოშვილის საქმის შესწავლა თავად უწყების შიდა მონიტორინგის სამსახურმაც დაიწყო, თუმცა დიდი დაგვიანებით.

მისივე თქმით, პარალელურად, ის სალომე ჯიოშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

ამასთან, როგორც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, მან გასაუბრების წინ სოცმუშაკი გააფრთხილა, რომ საუბარი იწერებოდა, შესაბამისად, აღნიშნულ ჩანაწერს მტკიცებულების ძალა გააჩნია.

“აღნიშნულმა სოცმუშაკმა, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დასკვნა გააყალბა. მან მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორიცაა ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, კომუნიკაციის შეზღუდვა, იძულება და ასე შემდეგ.

მიუხედავად ამ ფაქტებისა, ჯიოშვილმა დადო დასკვნა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სამსახურებრივ გულგრილობად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან გვქონდეს.

სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ქეისს თავად უწყების შიდა მონიტორინგის გარდა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიც შეისწავლის.

ჯიოშვილის დასკვნის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, მე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მივმართე, რომლებმაც საქმე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრს გადაუგზავნეს, თუმცა მათი მხრიდან საგამოძიებო სამსახურის წერილს რეაგირება არ მოჰყოლია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც მხარისთვის, ამის შესახებ არავის უცნობებია.

მოგვიანებით, აღნიშნულ საქმეზე თავად მივმართე უწყებას განცხადებით, თუმცა ისევ უშედეგოდ.

შემდგომ ამისა, ყოველგვარი ვადის დარღვევით, მე მათგან მივიღე პასუხი, რომ კონკრეტული ქეისის შესწავლა შიდა მონიტორინგის სამსახურმა დაიწყო.

აქედან გამომდინარე, ვინაიდან საქმე ბავშვებს ეხება, გამოძიების დაჩქარების და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს მივმართე.

მიმაჩნია, რომ ამით არა მხოლოდ ჩემ შვილებს, არამედ სხვის შვილებს დავეხმარები, რომელთა მშობლებიც შესაძლოა მოკლებულნი იყვნენ საკუთარი შვილების უფლებების დაცვის შესაძლებლობებს” – განაცხადა რესპონდენტმა.

ბოლო სიახლეები