spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები...

ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალურ ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან.

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სტრატეგიული რეგიონული პროექტების, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მინისტრებმა წარმატებულად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა.

ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, ასევე, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა.

აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა. აღინიშნა ასევე საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატის მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესების და უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთის როლზე რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც მარტის თვეში გაიმართება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი.

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები