spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაშალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენია, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა, კომედიაა,...

შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენია, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა, კომედიაა, 2%-იანი პარტია რომ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომედიაა, როცა 2%-იანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს.

პაპუაშვილის თქმით, „ლელომ“ 2020 წელს არჩევნებში აიღო 3%, 2021 წელს კი, 2%, რაც ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები.

„რაც შეეხება „ლელოს“ სხვადასხვა სახის კამპანიას, ცდილობენ, საკუთარი მედიის საშუალებით რაღაცნაირად თავი შეინარჩუნონ მედიის დღის წესრიგში, თორემ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ მათი ყოფნა-არყოფნის სკაითხი პოლიტიკური თვალსაზრისით. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვსაუბრობთ 2-პროცენტიან პარტიაზე. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო 2 პროცენტი. ეს არის მათი მიღწევა, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები. 2-პროცენტიანი პარტია რომ საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს თავისთავად უკვე კომედიაა. ამ კომედიის ჟანრში არიან დიდი ხანია. ხან არითმეტიკაში აირევიან ხოლმე, ხან თავიანთ პოლიტიკურ გზავნილებში, მათ შორის ვნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მათ შორის, ყოველკვირეული პოსტებით გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე. სულ ახალახან იყო ერთ-ერთი ბანერი, რომელზეც გუშინაც იყო საუბარი, რომ ვიზუალურადაც კი აბსოლუტურად მუქარის შემცველია, როცა ამ ბანერზე პირდაპირ იკვეთება მუქარა. მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა. როგორ ხდებოდნენ პოსტსაბჭოთა სამყაროში კომკავშირლები მილიონრები, ეს კარგად ვიცით, როგორც რუსული გარემოდან, ასევე, ისიც საუბრობს, როგორ იშოვა თავისი მილიონები რუსეთში. ასე რომ, ეს ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი მაშინ, როგორც ჩანს, ძალიან ჭარბობს და სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას მიაქციოს საზოგადოებამ ყურადღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, როგორც ამას „პირველი არხი“ იტყობინება.

ბოლო სიახლეები