spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს შეხვდა. შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები, ასევე სადაზვერვო-ტექნიკური და სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს.

ბოლო სიახლეები