spot_img
Monday, December 23, 2024
11.8 C
Tbilisi
მთავარისპორტილაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად მესამედ დასახელდა

ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად მესამედ დასახელდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელზეც 2023 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად ლაშა ტალახაძე დასახელდა.

ორგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი კონტინენტის საუკეთესო ძალოსნად ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენი ევროპის საუკეთესო ძალოსნად 2021 და 2022 წელსაც დასახელდა.

ინფორმაციისთვის: ძალოსნობაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს 12 სპორტსმენი:

რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე – 55 კგ;

შოთა მიშველიძე – 61 კგ;

გოგა ჩხეიძე – 67 კგ;

არჩილ მალაყმაძე – 73 კგ;

ზურაბ მსხალაძე – 96 კგ;

ირაკლი ჩხეიძე – 102 კგ;

ზაზა ლომთაძე – 109 კგ;

მარიამ მურღვლიანი – 87 კგ;

ანასტასია გოტფრიდი – +87 კგ;

ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე – +109 კგ.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები