spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებაღვინის ეროვნული სააგენტო: სახელმწიფო მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს კახეთში...

ღვინის ეროვნული სააგენტო: სახელმწიფო მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს კახეთში სეტყვით დაზიანებული ყურძენი

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და ერთ კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 

ბოლო სიახლეები