spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებიახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი სოფელ ხანდოში მოსახლეობას შეხვდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი სოფელ ხანდოში მოსახლეობას შეხვდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, სოფელ ხანდოში მოსახლეობას შეხვდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის 922 000 ლარია გამოყოფილი.
შეხვედრისას საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებთან დიალოგის რეჟიმში ისაუბრა.
ადგილობრივებმა სოფლისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტი შეარჩიეს, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტად არის მორგებული.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები