spot_img
Sunday, June 8, 2025
24.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში 6 ცხედარია ამოყვანილი, ხოლო 3 პირის მიმართ სამძებრო...

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში 6 ცხედარია ამოყვანილი, ხოლო 3 პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას.

ამ დროისთვის, გადარჩენილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი 1 პირი, ექვსი ცხედარია ამოყვანილი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

მთელი დღის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები