spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებიახალქალაქის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები თოვლისგან იწმინდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები თოვლისგან იწმინდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე მუნიციპალური და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკის დახმარებით იწმინდება როგორც ქალაქის, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზები და იყრება ტექნიკური მარილი.

პროცესის მონიტორინგში, შესაბამის სამსახურებთან ერთად, პირადად არის ჩართული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი.

მისი თქმით, ყველა იმ ადგილას, სადაც ამ ეტაპზე ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელ საავტომობილო გზებზე გადაადგილების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

დაბალი ხილვადობისა და ძლიერი ქარის გამო სამუშაო პროცესი რთულდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისაგან.

ქალაქში კი, სადაც გადაადგილება თავისუფალია, გთხოვთ, იმოძრავეთ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილეთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-8 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რეგიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და უხვი ნალექია მოსალოდნელი.

ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები