spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაგიორგი ამილახვარმა საჯარო სკოლების დირექტორების ახალი კონკურსის შესახებ გამოაცხადა

გიორგი ამილახვარმა საჯარო სკოლების დირექტორების ახალი კონკურსის შესახებ გამოაცხადა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში საჯარო სკოლების დირექტორთა ხელახალი კონკურსის გამოცხადების ვადებზე საუბრისას, დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვების პასუხად განაცხადა, რომ დარჩენილ სკოლებში კონკურსები სავარაუდოდ, თებერვალში გამოცხადდება.

„დარჩა ათასზე მეტი სკოლა დასაკომპლექტებელი და არ მგონია, ამ თვეს გასცდეს – ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსებს დარჩენილ სკოლებში“, – განაცხადა ამილახვარმა და დაამატა, რომ სამინისტრო კონკურსში მონაწილეობას შესთავაზებს „ნებისმიერ მსურველს, ვინც მინიმალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“.

„ამას ჩვენ დავიწყებთ უახლოეს მომავალში. სპეციალური წესი მუშავდება და იქნება განახლებული მიდგომა, ინკლუზიური პროცესი, სადაც კომისიებში მოვიწვევთ გარე წარმომადგენლებს და არ იქნება მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისივე თქმით, მიდგომა იქნება ისეთი, რომ რაც შეიძლება მეტი კანდიდატის მოზიდვა შეძლონ, რათა „სამეურვეო საბჭოებს მეტი არჩევის შესაძლებლობა ჰქონდეთ და თავად გადაწყვიტონ, თუ ვინ იქნებიან დირექტორები“.

“ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპეკულაციები, ცადეს ამის აგორება, მაგრამ მივიღეთ სამკაციანი პროტესტი. მე იმ სამ კაცსაც პირადად შევხვდი, და მათაც, უახლოეს მომავალში, ამ კონკურსში ვეპატიჟები”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს უყრიან კენჭს.

 

 

 

ბოლო სიახლეები