spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაკახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მიზეზებზე - ვფიქრობ, ამას ყველაზე უკეთესად...

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მიზეზებზე – ვფიქრობ, ამას ყველაზე უკეთესად ხაბეიშვილი აგიხსნით

„არ მგონია, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეშალა, გარდა ლევან ხაბეიშვილისა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ტოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები და რატომ იშლება ის.

თბილისის მერმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის წევრების გადინების პროცესს შეუქცევადი უწოდა და აღნიშნა, რომ ადგილი აქვს ერთგვარ გადაჯგუფებებს, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის.

„ეს შეუქცევადი პროცესია. ის დაპირისპირება, რომელიც იკვეთება, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ ვერ ვიტყვი, გადაჯგუფება მთლიანად ოპოზიციაში ხდება. რეალურად, ესენი ერთი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. დღეს შეიძლება ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე. გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, დღეს „ლელოა“. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი, ვისგან იმართებიან, საიდან იმართებიან, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ვინ სად წავა და რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ და რეალურად, საკუთარი სამშობლო არ უყვართ.

„ვიცით, რეალურად ვინ არიან ეს ადამიანები, რითი იკვებებიან, საიდან იმართებიან. საზოგადოებამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ საიდან ფინანსდება, რატომ ფინანსდება, რა განცხადებებს აკეთებინებენ. მათ სძულთ ჩვენი ქვეყანა, უსამშობლო ადამიანები არიან, აქვთ კონკრეტული დავალებები, ვისგან, ვიცით ყველამ და ამ დავალებებს ასრულებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები