spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისპორტი ანსამბლი „რუსთავი“ იაპონიაში ტოჩინოშინის კარიერის დასრულების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე წარდგა

[ვიდეო] ანსამბლი „რუსთავი“ იაპონიაში ტოჩინოშინის კარიერის დასრულების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე წარდგა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის), კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ მიღებაზე კულტურული პროგრამა წარადგინა.

საღამოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, უცხოელი დიპლომატები, საპატიო სტუმრები, ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე იოსებ ბაღათურიამ. მან ისაუბრა ტოჩინოშინის ბრწყინვალე კარიერაზე, მადლობა გადაუხადა  მას იაპონიაში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის და წარმატება უსურვა.

ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ანსამბლმა „რუსთავმა“.

მან ქართული მრავალხმიანობის ნიმუშები და გამორჩეული ქართული ცეკვები შეასრულა.

ინფორმაციას და ვიდეო მასალას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები