spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებიქალაქ ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა

ქალაქ ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა

3 თებერვალს, ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან ერთად აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა და მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს,სადაც წმინდანის წმინდა ნაწილებია დაკრძალული. აღევლინა პარაკლისი.
სადღესასწაულო ღონისძიებას  მრევლთან ერთად ესწრებოდნენ  რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე
 ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა.
“თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი”-წმინდა მაქსიმე აღმსარებელი.

ბოლო სიახლეები