spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებინინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
დასკვნითი შეხვედრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სათხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: სათხაში, პატარა არაქალსა და დიდ არაქალში გაიმართა.
მოსახლეობამ შემდეგი პროექტები აირჩია:
– სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
– სოფლის სასაფლაოს შემოღობვა;
– სანიაღვრე არხების მშენებლობა;
– სარწყავი სისტემის მოწყობა – რეაბილიტაცია;
– საბავშვო ბაღის მოედნის კეთილმოწყობა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 2012 წლიდან ამოქმედდა და მიმართულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის (შიდა სასოფლო გზების, გარე განათების, სკვერების, სასმელი წყლის სისტემის და სხვა) გაუმჯობესება-მოწყობაზე. ადგილობრივები, საერთო კრებებზე, ხმათა უმრავლესობით, თავად წყვეტენ რისი მოგვარება სურთ სოფელში და როგორ განკარგონ სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

ბოლო სიახლეები