spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკანიკა გვარამია: კალაძე ძალიან დასუსტებულია, ბიძინა ივანიშვილი მას ავიწროებს ყოველმხრივ, მეტსაც გეტყვით,...

ნიკა გვარამია: კალაძე ძალიან დასუსტებულია, ბიძინა ივანიშვილი მას ავიწროებს ყოველმხრივ, მეტსაც გეტყვით, ამცირებს ძალიან ხშირად, „ოცნებაში“ მისი გავლენა ძალიან სერიოზულად დავარდნილია

კალაძე მილევადი რეჟიმის პოლიტიკოსია უკვე ბიძინა ივანიშვილის პირობებში. ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ავიწროებს ყოველმხრივ, მეტსაც გეტყვი, ამცირებს ძალიან ხშირად… „ოცნებაში“ მისი გავლენა ძალიან სერიოზულად დავარდნილია, მისი გუნდის მიმართ შეტევები გაგრძელდება. არის ახალი შემოტევა და  მას თუ ჩამოაჭრეს რამდენიმე წევრი, თან დაპატიმრების მეშვეობით, იგი ვერაფერს ვერ გააკეთებს, -ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „ღამის მთავარში“ განაცხადა.

„კალაძე ძალიან დასუსტებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში, პრაქტიკულად კალაძე ახლა მილევად რეჟიმშია და მასთან დაკავშირებით დასამახსოვრებელი ბოლო პერიოდში მხოლოდ სათვალეებიის კალეიდოსკოპური სიჩქარით ცვლა არის, მე რას ვამბობ, მაგრამ მე მხედველობის სათვალეები მაინც მიკეთია და არა ნულოვანი, და განცხადებები, რაც მთავარია – პირველი ხუმრობა იყო და მეორე სინამდვილეა. კალაძე აკეთებს ყველაზე საშინელ განცხადებებს, რაც კი შეიძლება გაკეთდეს და ეს იმ ვითარებაში, როცა მას ეს არ მოეთხოვება, ანუ ეს არ არის მისი ფუნქცია. ის არის ქალაქის მერი და ნებისმიერ დროს მას შეუძლია ზოგადი, განსაკუთრებით საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე კომენატარებისაგან თავი შეიკავოს. ის ამას არ აკეთებს. კალაძე მილევადი რეჟიმის პოლიტიკოსია უკვე ბიძინა ივანიშვილის პირობებში. ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ავიწროებს ყოველმხრივ, მეტსაც გეტყვი, ამცირებს ძალიან ხშირად… ღარიბაშვილი განსაკუთრებით მტკივნეულია კალაძისთვის. ამიტომ კალაძე აღარ განიხილება, მე ამას ვხედავ პირდაპირ, არც ჩვენ მიერ და არც ივანიშვილის მიერ, მასშტაბის მქონე პოლიტიკოსად. ის ყველაზე პოპულარულია ამ ტიპის პოლიტიკოსებში, მაგრამ ეს არ არის დიდი ხელოვნება, რომ ღარიბაშვილზე და მით უფრო კობახიძეზე უფრო პოპულარული იყო, მაგრამ მისი მასშტაბი მცირდება, „ოცნებაში“ მისი გავლენა ძალიან სერიოზულად დავარდნილია, მისი გუნდის მიმართ შეტევები გაგრძელდება. მან ერთხელ უკვე გაიარა ეს და ვერ დაიცვა თავისი გუნდი და ჩემი აზრით, ეს მისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო, მაგრამ ახლა, როგორც ვხედავთ, კიდევ არის ახალი შემოტევა და სავარაუდოდ, მას თუ ჩამოაჭრეს რამდენიმე წევრი, თან დაპატიმრების მეშვეობით, იგი ვერაფერს ვერ გააკეთებს და ამით საბოლოოდ, მის მიმართ ამომრჩევლის ნდობაც კი, ვგულისხმობ „ქოც“ ამომრჩევლებს, ძალიან  შემცირდება, არა მხოლოდ მისი გუნდის წევრების დამოკიდებულება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ბოლო სიახლეები