spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკა„გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა“ - კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის...

„გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა“ – კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის დაყენება 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან არჩეული მერია, მესამე ვადით თბილისის მერობას კი, არ გამორიცხავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის დაყენება 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან არჩეული მერია და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დასასრულებელი.

მისივე განმარტებით, აღნიშნული თანამდებობა დედაქალაქში მცხოვრებლების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.  ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შესაძლებელია მესამე ვადით გახდეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ „გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა“.

ბოლო სიახლეები