Website-Background-300×169
Thursday, May 15, 2025
10.1 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონებინინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

დღეს საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: ჯიგრაშენი, პატარა ხორენია/.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გადაწყდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაღიანაკ არზუმანიანმა, საკრებულოს წევრმა შირაზ ხოდიკიანმა, მერმა – ანივარდ მოსოიანმა, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არმენ ბდოიანმა, საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლებმა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორ თებერვლამდე გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები