spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე, ხოლო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე, ხოლო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

„იმედის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.

„ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, – აღნიშნულია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები